02:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 17:26:47, 371 ნახვა

პოლიტიკა
ასლან ბჟანია ე.წ. ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „დეპუტატთა“ ჯგუფთან შეხვედრაზე „დელეგაციის“ შექმნას და „ხელისუფლებასა“ და „ოპოზიციას“ შორის მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, „დელეგაციის“ შექმნა დღეს, 18:00 საათზე უნდა მოხდეს.

"პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არაუგვიანეს 18:00 საათისა, შეიქმნას დელეგაციები და დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და „ოპოზიციას“ შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს "დოკუმენტის" რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო, საკითხის განხილვა გადადო. „ოპოზიციის“ მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics