|
2024-11-18 09:59:34, 397 ნახვა
მსოფლიო
ირანელმა ჟურნალისტმა ქიანუშ სანჯარიმ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა
ირანელმა ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ქიანუშ სანჯარიმ აიათოლაების რეპრესიული რეჟიმის პროტესტის დროს თავი მოიკლა. მანამდე ცოტა ხნით ადრე მან მოითხოვა პოლიტპატიმრების, ფატიმე სეფეჰრის, ნასრინ შაკარამის, ტუმაჯ სალეჰისა და არშამ რეზაის გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. სოციალურ ქსელში თავის ბოლო პოსტში სანჯარიმ თქვა: „არავინ უნდა დააპატიმრონ საკუთარი აზრის გამოთქმისთვის. პროტესტი ირანის ყველა მოქალაქის უფლებაა. ჩემი ცხოვრება ამ ტვიტის შემდეგ დასრულდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლის სიყვარულისთვის ვკვდებით და არა სიკვდილისთვის. ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ირანელებმა გაიღვიძონ და დაძლიონ მონობა“. სანჯარი 1999 წლიდან 2007 წლამდე რამდენჯერმე დააკავეს ხელისუფლების კრიტიკის გამო, შემდეგ კი ირანიდან გაიქცა. მოგვიანებით ის „ამერიკის ხმაში“ მუშაობდა და 2016 წელს სამშობლოში დაბრუნდა მშობლებთან საცხოვრებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)