|
2024-11-17 21:52:08, 393 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - სიტუაცია არის დრამატული და ძალიან მალე ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ გაბედულად, ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ - ვიდეო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სადაც კარვები გაიშალა პოლიტიკოსები მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. როგორც ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა, ყველა მოქალაქე აქციაზე უნდა მივიდეს. "ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თითოეულმა ჩვენგანმა, ამიტომ, მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, გამოდით ქუჩაში ყველა. ეს არ არის სიტუაცია, როდესაც არაფერი ხდება, სიტუაცია არის დრამატული და ძალიან მალე ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ მტკიცედ, ერთსულოვნად, ერთიანად, გაბედულად, მაშინ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. კიდევ ერთი თხოვნა, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ არ შევყვეთ პროვოკატორებს, მოაგზავნიან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პროვოკატორს, მაგრამ ჩვენ ვართ ერთიანი. ძალიან მშვიდად, ვრჩებით აქ, ეს არის 24-საათიანი პროტესტი. არ შევყვეთ პროვოკატორებს მოაგზავნიან რა თქმა უნდა პროვოკატორებს ძალიან ბევრს, მაგრამ ჩვენ ვართ ერთიანად და ძალიან მშვიდად. ეს არის 24 საათიანი პროცესი ამ წერტილზე რომელიც არის საკვანძო და გადამწყვეტი ნაბიჯები კიდევ მრავალ იქნება. ის რომ შეიკრიბებიან, რაღაცას გამოაცხადებენ ის, რომ შეიკრიბებიან, გამოაცხადებენ, ლეგიტიმაციას თვითონ აღიარებენ და ბიძინა ივანიშვილს ღმერთად დაისვამენ, ეს ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. ამიტომ გამოდით“, -განაცხადა დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)