|
2024-11-16 18:34:14, 469 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილის სახლთან აქციის გამართვის მცდელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდები მივიდნენ. სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით გადაადგილდებიან, უცნობი პირები თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილი ჰქონდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას. ადგილზე იმყოფება პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მენანიშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი და თავს ესხმოდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. "აქციის მონაწილეები დაპირისპირებაში შედიან აქ მაცხოვრებლებთან. ადგილობრივები მოვაცილეთ ტერიტორიას თუმცა აქციის მოაწილეები მაინც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფას. რომ არ დაიძაბოს სიტუაცია და არ გადაიზარდოს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში, აქციის მონაწილეებს ტერიტორიას ვარიდებთ." - გააცხადა გოგა მემანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)