|
2024-11-15 22:32:57, 338 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო არჩევნების შემაჯამებელი ოქმს გამოსცემს
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე შეაჯამებს. - ამის შესახებ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს. კანონის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა სია, მათი პარტიული კუთვნილების მითითებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ცესკო ამ ოქმებს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცესკო გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)