|
2024-11-15 21:02:40, 381 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით - ვიდეო
რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. "მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის ვითომცდა დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ამით უფრო ააჩქარებ და ეს ჩანს ყოველდღიურად. ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა მათ სოლიდარობა გამოვხატო", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)