|
2024-11-15 09:40:19, 363 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჩვენს ურთიერთობებში ყველაფერი დადებითად წარიმართება
ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მაღალი ალბათობით, ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება რეგიონში, რის გამოც საქართველოზე წნეხი შემცირდება“. „დონალდ ტრამპის არჩევას საქართველოსთვის ექნება მკვეთრად პოზიტიური გავლენა ორი მიზეზის გამო - ერთი არის ის, რომ მაღალი ალბათობით, ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება ჩვენს რეგიონში, რის გამოც ჩვენზე წნეხი შემცირდება. ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, ასეთი წნეხი არ იყო. სხვადასხვა დროს იყო სირთულეები ურთიერთობებში, მაგრამ ასეთი მძიმე წნეხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა, როგორც ის იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონში, მაშინვე შესუსტდება წნეხი ჩვენს ქვეყანაზე და რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, მეორე - ეს არის თავად დონალდ ტრამპის ფაქტორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. დანარჩენი ჩვენც უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად. განწყობა არის ოპტიმისტური, დანარჩენი დავუკვირდეთ მოვლენების განვითარებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)