|
2016-02-27 18:44:42, 581 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნული უშიშროების საბჭომ სამხედრო ძალების ახალი სტრუქტურა განიხილა
ეროვნულმა უშიშროების საბჭომ საქართველოს სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა. აღნიშნული საკითხის შესახებ მოხსენება საბჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინეს. „ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველ რიგში ეს იყო სამხედრო ძალების სტრუქტურა. ახალი სტურქტურა დავაფუძნეთ, რომლის მიხედვითაც იქნება ორი სარდლობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის. აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ძალიან ნათელ და მტკიცე პოზიციაზე, რომელიც გვაქვს ნატო-ს მომავალი სამიტისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრების მიმართ. ჩვენი პოზიცია და გზავნილი არის ძალიან ნათელი. საქართველო ესწრაფვის ნატო-ში გაერთიანებას და ამისთვის განხორციელდება ჩვენი მუშაობა მომავალი სამიტის თვალსაზრისით. ეს პოზიცია არის ერთიანი და ამ პოზიციას გაატარებს სახელმწიფოს ყველა უწყება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სხდომის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭო სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურას დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)