|
2016-02-27 17:22:07, 384 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ეუთოში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის
"ეუთოში რუსეთის ელჩმა პირდაპირ მითხრა, რომ ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა. „გასულ კვირას ეუთოში ვიყავი და რუსეთის ელჩმა სრულიად პირდაპირ, 56 ელჩის თანდასწრებით ძალიან მარტივი რამეები მითხრა. მან თქვა, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს... თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის დღეს. ეს მან ღიად თქვა სხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილია ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და რომ ეს რუსეთისთვის არ არის მისაღები“, -აღნიშნა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ეუთოში რუსეთის ელჩმა თქვა ისიც, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. „მან თქვა, რომ ოქტომბრის შემდეგ არ ვიქნები ხელისუფლებაში იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის სწორი და ჭკვიანური მოქმედებების გამო, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი ინტელექტი აქვს და ვიღაცას ნაკლები. ვიღაც ახერხებს ისე შეფარულად თქვას სათქმელი, რომ ხელი პირდაპირ ვერ დაადო, და ვერ უთხრა რომ რუსი ხარო. ვიღაცა კი ამას ვერ ახერხებს“,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)