|
2024-11-12 11:18:03, 354 ნახვა
პოლიტიკა
ასლან ბჟანიამ „უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა“ გამართა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა“ გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ბჟანიამ „სხდომის“ მოწვევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას, “ოპოზიციის წევრების“ მიერ გუმისთის ხიდის გადაკეტვა მოჰყვა.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, დიმიტრი კუჭუბერიამ მომხდარს „მასობრივი არეულობა“ უწოდა. ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას განცხადებით, 10 ნოემბერს, ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, შენობის ეზოში 5-მა მოქალაქემ ჩაიდინა უკანონო ქმედება „დეპუტატის“ მიმართ, რის შემდეგაც ეს პირები დააკავეს.
როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, პარალელურად, ე.წ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დაკავება უკანონოდ მოხდა. შეგახსენებთ, გასულ ღამეს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული „ოპოზიციის წევრების“ - ომარ სმირის, გარი კოკაისა, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუასა და ასლან გვარამიას დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მოგვიანებით ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. აქციის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი 3 ძირითადი არტერია - გუმისთის, ქვედა გუმისთისა და კოდორის ხიდებიც გადაკეტეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)