|
2024-11-10 16:25:44, 416 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციას გულისხმობს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაციას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ხელშეკრულების მე-4 მუხლი ადგენს, რომ თუ ერთ-ერთი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოს, ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან და აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით. ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, მხარეები ქმნიან მექანიზმებს ერთობლივი საქმიანობისთვის, რათა გააძლიერონ თავდაცვის შესაძლებლობები ომის თავიდან აცილების ინტერესებიდან გამომდინარე და რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შეთანხმებამ 2000 წლის 9 თებერვლის რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ძირითადი ხელშეკრულება უნდა შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი 19 ივნისს, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ვიზიტის დროს მოაწერეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)