22:27 - 26 May, 2026
|
2016-02-26 17:55:05, 430 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ზაარბრიუკენის მერს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქ. ზაარბრიუკენს ეწვია, სადაც მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ქ. ზაარბრიუკენის მერთან შარლოტე ბრიცისთან. კმაყოფილებით აღინიშნა თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის არსებული 40 წლიანი მეგობრობა და ქალაქებს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირი, რაც ბევრ კულტურულ აქტივობასა და ღონისძიებაში გამოიხატა. მინისტრმა ქ. ზაარბრიუკენის მერი საქართველოში მოიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლისთავთან დაკავშირებით ზაარბრიუკენი აქტიურად ჩაერთვება ცალკეულ ღონისძიებებში, როგორც ორი ქვეყნის, ორი ქალაქის გამორჩეული მეგობრობის სიმბოლო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)