|
2024-10-30 11:40:46, 348 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - მივესალმებით სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებას - ჩვენ ქვეყანაში ღია საინვესტიციო გარემოა
სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და ადგილობრივების დასაქმებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ არაბული კომპანიის Fadox International Assets Holding გენერალურ მენეჯერთან ჯამალ ალ-სალაჰატისთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის ბაღების გაშენებას და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნას დაეთმო. მათივე ინფორმაციით, მინისტრი სოფლის მეურნეობაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას მიესალმა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს. “ქვეყანაში გვაქვს ღია საინვესტიციო გარემო და დაცული ყველა პირობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია განხორციელდეს. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკაც, რაც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აქვს. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორციელება. სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფო არაერთ მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს. მომავალ 4 წელიწადში კიდევ უფრო გავზრდით სექტორის დაფინანსებას. საქართველოში ნუშის წარმოებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს, ფერმერებმა სახელმწიფოს მხარდაჭერით დაახლოებით 5 000 ჰა-მდე ნუშის ახალი ბაღები გააშენეს. აქტიურად ვითარდება გადამმუშავებელი სექტორიც. ამ მიმართულებით ინვესტიციებს მხოლოდ მივესალმებით, ვფიქრობ, ეს ბაზარზე კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის“,- აღნიშნა შამუგიამ. კომპანია Fadox International Assets Holding, რომელიც დუბაიშია დაფუძნებული, Fadox Group-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. მას სხვადასხვა სფეროში საერთაშორისო პროექტების დაფინანსებისა და ინვესტიციების მართვის მიმართულებით ათწლეულების გამოცდილება აქვს.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)