|
2024-10-18 13:06:21, 847 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას შეუერთდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, 16 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ორგანიზებით, კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ოჯახის, სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამედიცინო პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. "შეხვედრის პარალელურად სოფელ დოესში ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილური გუნდი სკრინინგულ კვლევებს ატარებდა, რომელიც მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)