|
2024-10-17 14:54:46, 815 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა
დღეს კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და დაუმარცხებელი ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. "მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა. საქართველოში ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეთერთმეტედ აღინიშნა. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ვეტერანს ულოცავს დღევანდელ დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მადლობას უხდის ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლისთვის. #17ოქტომბერივეტერანისდღეა",- ნატქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)