06:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 18:01:20, 468 ნახვა

ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პოლიტიკის

თბილისის მშრალი პორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია - მომავალში განსახორციელებელი მრავალი პროექტიდან ერთ-ერთი. ამ პროექტის განხორციელების მიზანია საქონლის ტრანსპორტირების ნაკადის უზრუნველყოფა შუა დერეფანში, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას და, იმავდროულად, მონაწილე ქვეყნების კეთილდღეობის გაზრდა. საქართველოსთან ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან,- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა, რომელიც „თბილისის მშრალი პორტის" პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის სამოქალაქო ავიაციაშიც.

მისი თქმით, თბილისში პირდაპირი რეისები ხორციელდება საამიროების 3 ქალაქიდან.

„ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ლოგისტიკისა და ავიაფრენების მიმართულებით ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას. ჩვენ გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების და ეკონომიკური პოლიტიკის. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ამ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას  და ჩვენი პროგნოზია, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და საამიროების ბიზნესები კიდევ უფრო მჭიდროდ და ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, ასევე გაძლიერდება ხალხთა შორის ურთიერთობები",- აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics