|
2016-02-25 18:31:07, 631 ნახვა
საზოგადოება
კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში დოკუმენტური ფილმის ,,სუფთა გარემო’’ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ანასეული’’ განახორციელა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ფილმი ასახავს გარემოსდაცვის მიმართულებით ახალგაზრდების მიერ ჩატარებულ სხვადასხვა აქტივობას. მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებზე პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე საინტერესო ღონისძიებები. ფილმში ასევე საუბარია მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ და მათი დაძლევის საშუალებებზე. დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ადგილობრივი საჯარო სკოლის 30 მოსწავლე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ბუნების დაცვის მიმართულებით ინიციატივების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს განსხვავებული შინაარსის შემეცნებით - საგანმანათლებლო აქტივობას სთავაზობს, რომლებიც მოზარდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების გარდა მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 31 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)