|
2024-10-16 12:08:33, 304 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა
დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა დასრულებულია და მოქალაქეთა მისაღებად უკვე მზადაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ცენტრი ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. „ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება დედაქალაქში. ამ მიმართულებით, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ყველა რაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სერვისზე. გასულ კვირას მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე გავხსენით მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის პირველი ფილიალი. ისტორიულად აქ არსებობდა სპორტული სივრცე, რომლის დემონტაჟი მოგვიწია. ფაქტობრივად, ახალი პროექტი განვახორციელეთ, სადაც განთავსებულია საკალათბურთო მოედანი, ფიტნეს სივრცე, ფრენბურთისთვის განკუთვნილი არეალი თავისი საშხაპეებითა და გასახდელებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, დიდ დიღომში არსებულ მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები. ასევე, შენობაში განთავსდება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მასშტაბური პროექტი. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. კიდევ ერთი პროექტი - მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა, სამგორის რაიონში მიმდინარეობს, სადაც ძალიან მალე დავასრულებთ სამუშაოებს. მომდევნო დღეების განმავლობაში, დიდი დიღმის სპორტულ ცენტრში ადგილზე მისვლის და დათვალიერების საშუალება გვექნება. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს პროგრამა 60+ ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, მსგავს ცენტრებში, გარკვეულ საათებში ინფრასტრუქტურა უფასოდ გამოიყენონ. სპორტული ცხოვრება ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)