03:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:28:16, 805 ნახვა

ეკონომიკა
დავით ხუციშვილი: ოზურგეთში ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში 40 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამი პროექტი დამტკიცდა. კერძოდ, დაფინანსდება თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, ოზურგეთში ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში 40 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

„შპს „საქართველოს თაიგული“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დააფუძნებს ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს, რისთვისაც ის განახორციელებს 40 ათასი ლარის ინვესტიციას, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცემს 7 ათასამდე კვ.მ მიწის ფართობს. შპს „რაიკავშირი თანადგომა“ განახორციელებს საკვები პროდუქტების საწარმოს მშენებლობას, ეს ძირითადად ითვალისწინებს ყველის და ხაჭოს წარმოებას, წლიური მოცულობით 60 ათასიდან 15 კილოგრამი. ამ მიზნებიდან სახელმწიფომ, გარდაბნის რაიონ სოფელ კუმისში გადასცემს საწარმოს სიმბოლურ ფასად 7 000კვ.მ–მდე მიწის ფართობს. თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენჯში, რისთვისაც სახელმწიფომ 3 700 კვ.მ მიწის ფართობს გადასცემს შპს „ნოჩიოლა ჯორჯიას“, რომელიც 186 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და შექმნის საწარმოს, რომელიც წლიური წარმოება იქნება 200 ტონა თხილი“, – აღნიშნა დავით ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics