|
2016-02-25 18:20:59, 501 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი: კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ყიდის
"ნაციონალურ მოძრაობაში" "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს აფასებენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ეროვნული ინტერესები არ არის გათვალისწინებული. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას პირდებოდა, საბოლოო ჯამში კი მინისტრი კალაძე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ყიდის. „ჩვენთვის მომგებიან ხელშეკრულებას რუსეთთან თანხმობით ცვლის იმგვარად, რაც არანაირად არ შეესაბამება ჩვენს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს. შეუძლებელია, რომ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია მეზობელი ქვეყნის მიერ ცდილობდეს, რომ თავის თავი კიდევ უფრო დამოკიდებული გახადოს მეზობელი ქვეყნის ინტერესებზე", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილი. შეგახსენებთ, "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. რუსეთი სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ საქართველოს ფულად ანაზღაურებას სთავაზობს, რაზეც ქართული მხარე თანახმა არ არის. ამ დრომდე არსებული შეთანხმებით საქართველო რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული გაზის 10%-ს იღებდა, რაც გაცილებით მეტია იმ ფულად თანხაზე, რასაც რუსეთი დღესდღეობით საქართველოს სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)