17:20 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 12:42:49, 320 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ADB-სთან ერთად, შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის შემუშავება იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად, საქართველოში შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის შემუშავებას იწყებს.

პროექტს იტალიური კომპანია IDROSTUDI SRL განახორციელებს და მასში საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულები. 

აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროექტის ძირითადი საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა აზიის განვითარების ბანკის და კომპანიის IDROSTUDI SRL წარმომადგენლებთან გამართულ  შეხვედრაზე განიხილა. 

ერთწლიანი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში შლამის მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს პირობებზე მორგებული საპილოტე პროგრამის განხორციელებაა.

პროექტი 4 ძირითად ამოცანას მოიცავს: არსებული მდგომარეობის შესწავლა და ამის გათვალისწინებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა; საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით საკანონმდებლო ბაზის ფორმირება; სახელმწიფო და კერძო სექტორთან ერთად სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა და მათი გადამზადება და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში საპილოტე პროექტების შემუშავება. 

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იმატა შლამის რაოდენობამ და შეიქმნა ახალი გამწმენდი ნაგებობები, საჭიროა შლამის მართვის ღონისძიებების გატარება. ჩვენი ქვეყნისთვის შლამის მართვა და რეციკლირება სიახლეა და ამ მიმართულებით სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics