06:15 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-12 12:59:20, 370 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - ლიბანმა ირანს ან „ჰეზბოლას“ საშუალება არ უნდა მისცეს, ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას წინ გადაუდგეს

ლიბანმა ირანს ან "ჰეზბოლას" საშუალება არ უნდა მისცეს, ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას წინ გადაუდგეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის თქმით, შესაძლებელია, ლიბანის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება და უფრო ფართო კონფლიქტის პრევენცია.

ამასთან, ბლინკენი შეშფოთებულია ლიბანში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო.

"ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურად ურთიერთქმედებას, რათა თავიდან ავირიდოთ უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში. ყველა ძალიან დაინტერესებული ვართ შევქმნათ გარემო, სადაც ხალხი საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს და ბავშვები სკოლას დაუბრუნდებია. ისრაელს აქვს ძალიან მკაფიო და ლეგიტიმური ინტერესი. ლიბანელს ხალხსაც იგივე სურს. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა ამისთვის დიპლომატიური ურთიერთგაგებაა, რაზეც უკვე გარკვეული დროა ვმუშაობთ და რაზეც ამჟამად ვართ ფოკუსირებული",- განაცხადა ბლინკენმა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნავს, ისრაელს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ იბრძვის, თავის დაცვის უფლება აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics