|
2016-02-23 23:52:20, 407 ნახვა
პოლიტიკა
დუმბაძე: არავითარი პოლიტსაბჭოს სხდომა არ არსებობს, გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოცნების ყოფილი წევრი, დეპუტატი მურმან დუმბაძე რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ომი მიმდინარეობს პარტიული სიებისთვის. მან იქვე აღნიშნა, რომ კოალიციაში ვინ დარჩება და ვინ გაირიცხება, გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. ''ახლა ბრძოლა არ მიმდინარეობს იდეოლოგიაზე. ახლა ბრძოლა და ომი მიმდინარეობს პარტიული სიებისთვის. ნებისმიერ სუბიექტს აქვს სურვილი, რომ გავიდეს რომელიმე პარტია კოალიციიდან, რომ მას უფრო მეტი ადგილის შანსი უჩნდება პარტიულ სიაში. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, არავითარი პოლიტსაბჭოს სხდომა არ არსებობს, ეს არის ფორმალობა. გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი ადამიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი,'' - განაცხადა მურმან დუმბაძემ გადაცემა არჩევანში. მურმან დუმბაძის განცხადებით, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თუკი კოალიციაში ორივე პარტია დარჩება, ეს მათი მხრიდან "უღირსი საქციელი" იქნება. ''მე ცოტა ანჩხლი კაცი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, შევარცხვინე მათი ღირსება მაშინ, თუ ეს ორი პოლიტიკური პარტია ერთი კოალიციის ქვეშ დარჩება,''- ამბობს მურმან დუმბაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)