|
2024-10-10 11:30:08, 320 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა სოციალურ მედია მარკეტინგში კორპორატიული მიმართულებით
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკების 25-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა. მათ შორის, ბანკმა კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების გლობალურ ქვენომინაციაში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის ჯილდო ამ კატეგორიაში ქართულ კომპანიას პირველად გადაეცა. ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად, Global Finance-ს წარმომადგენლები ფინანსური ინსტიტუტების ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნებას და ციფრული ინიციატივების ხელშესახებ შედეგებს აფასებენ. საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგის გლობალური ჯილდოს მოპოვება "საქართველოს ბანკმა" მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების სოციალური მედიის არხებში ფართო გაშუქებით და სოციალურ მედია მარკეტინგში ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლო. "ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ამ ჯილდოს მიღება, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მხარდაჭერისთვის ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას. აგრობიზნესიდან დაწყებული, მაღალტექნოლოგიური სტარტაპებითა და კორპორაციული ინსტიტუტებით გაგრძელებული, გასულ წელს სოციალურ მედიაში 100-მდე ბიზნესი წარმოვაჩინეთ. მათი გეგმების, ინოვაციური მიდგომების და პროდუქტის სწორად წარმოჩენით, ვამცირებთ დისტანციას ბიზნესებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის. კონტენტის გუნდი, ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად, სწორად დამიზნებული ციფრული მასალებით, ერთი მხრივ, ვზრდით ბიზნესების ცნობადობას, მეორე მხრივ კი, სოციალურ მედიაში საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს ჩვენი ციფრული სერვისებით სარგებლობას ვუადვილებთ. ექსტენსიური კომუნიკაციით მჭიდრო ურთიერთობაში შევდივართ მომხმარებლებთან, ციფრული პლატფორმების და შიდა ინსტრუმენტების დახმარებით, მყისიერად ვპასუხობთ მათ საჭიროებებს და საბოლოოდ, ვეხმარებით მათი პოტენციალის სრულ რეალიზებაში",- აცხადებს ნინუცა ოქროპირიძე, კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი "საქართველოს ბანკში". აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკმა" Global Finance-ის დაჯილდოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი - მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მოიპოვა.
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)