|
2016-02-23 16:27:44, 527 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: ჩვენი წინაპრები, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ჩვენი ვალია, არასდროს დავივიწყოთ ის ადამიანები
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, 95 წლის წინ ამ დღებში ბრძოლები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, დღეს პარლამენტის ეზოში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ხადურმა აღნიშნა, იუნკერებმა თავდადებით იბრძოლეს, რომ ტრაგიკული დღეები საქართველოში აღარ განმეორდეს. "საქართველსო ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, 95 წლის წინ ამ დღებში ბრძოლები მიმდინარეობდა. ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი წინაპრები, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ჩვენი ვალია, არასდროს დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ დაიღუპნენ და სამშობლოს სიცოცხლე შეწირეს, რათა ასეთი ტრაგიკული დღეები საქართველოში აღარ განმეორდეს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ღონისძიების ფარგლებში , თბილისის პარლამენტის შიდა ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)