|
2024-10-03 12:39:24, 294 ნახვა
საზოგადოება
მარიასინი - საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბონში გამართული ,"ევროპის ტყეების’" მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინთან. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. "კერძოდ, ისაუბრეს ჰაერის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირების კუთხით ერთობლივი მუშაობა ხორციელდება; ასევე, აქტიურად მიდის თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტყის მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა გარემოსდაცვითი მიმართულებები. შეხვედრაზე დმიტრი მარიასინმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სატყეო სექტორში არსებულ თვალსაჩინო პროგრესს და ყურადღება გაამახვილა საქართველოში ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში არსებულ რეფორმებზე, მათ შორის, ახალ ტყის კოდექსსა და ტყის ეროვნულ ინვენტარიზაციაზე. აღინიშნა, რომ საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია საქართველოსთან სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)