08:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 13:50:25, 380 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე, საფრანგეთმა თავისი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე, საფრანგეთმა თავისი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა ისრაელზე ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დაგმო და ისრაელს მოუწოდა, სამხედრო ოპერაცია ლიბანში შეწყვიტოს.

"ირანის მიერ 1-ელ ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მკაცრად ვგმობ. საფრანგეთმა ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების გამო, თავისი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა",- განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე მოუწოდა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება "ჰეზბოლას", შეწყვიტოს ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ხოლო ისრაელს - რაც შეიძლება მალე დაასრულოს სამხედრო ოპერაცია ლიბანში.

ემანუელ მაკრონმა აგრეთვე განაცხადა, რომ საფრანგეთი გეგმავს კონფერენციის ორგანიზებას "ლიბანელი ხალხისა და ქვეყნის ინსტიტუტების" მხარდასაჭერად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics