|
2016-02-23 13:48:35, 469 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ეუთოს მისია, როგორც მოლაპარაკებების ფორმატში ჩართული მისია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და ამ ფორმატში მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის უდიდეს მნიშვნელობას. ეუთოს მისია შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების გამო. შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)