|
2024-09-30 14:06:37, 843 ნახვა
რეგიონი
კასპში, „ქართლური“ ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი გაიმართა
ქალაქ კასპში, კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მეხუთედ გაიმართა „ქართლური“ ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი, რომელიც კასპში 2018 წელს დაფუძნდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ფესტივალის მიზანი ხალხური სიმღერების და საგალობლების პოპულარიზაციაა. "ფესტივალში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები: "ბორნელა", "ქართლი", "გორი“, „სამზიანო“, "ფესვები“, "რიხი“, „კაბადონი“, "ბახტრიონი“, "მოურავი“, "ფერხისა“, "ლომისი“, „ქალილო“, "ამაღლება“, "ჩაკრულო“, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, კასპის სალოტბარო სკოლა, ინდივიდუალური შემსრულებლები ანანო უზნაძე. ფესტივალს ესწრებოდა და სტუმრებს მიესალმა კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფესტივალის ინიციატორებს, მონაწილეებს და მხარდამჭერს. კომპოზიტორმა ფესტივალის ღირებულებასა და მონაწილე ანსამბლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს სცენაზე მდგომი ტრადიციის გამგრძელებელი ახალგაზრდა მომღერალი თაობაა. მონაწილე ანსამბლებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)