|
2016-02-23 11:07:14, 432 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროკომისიის ხელმძღვანელობა, სრული შემადგენლობით მხარს გვიჭერს
საქართველო საფრანგეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ქვეყნების ხელმძღვანელების დარწმუნებას ცდილობს, რომ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება ევროპაში არსებული მიგრაციის კრიზისთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პრაღაში ვიზიტის დროს განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, ამ ქვეყნებთან შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები აქტიურად მუშაობენ, რომ სამივე ქვეყნის წარმომადგენლებს არსებული ეჭვები გაუფანტონ. კვირიკაშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნები მშვიდ ვითარებაში გაიმართოს. „ევროკომისიის ხელმძღვანელობა, სრული შემადგენლობით მხარს გვიჭერს, თუმცა არის გარკვეული შეშფოთებები მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ გავაგებინოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის არანაირ კავშირში არ არის მიგრანტების კრიზისთან,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. აღნიშნული განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრაღაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. პრემიერმა სტუდენტებს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. ს ტუდენტებს გიორგი კვირიკაშვილმა 4 პუნქტიანი გეგმაც გააცნო, რომლის შესრულებასაც მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს. გეგმის ნაწილია განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმაც, რომელსაც საქართველოს მთავრობა გერმანული მოდელის შესაბამისად დანერგავს. პრემიერმინისტრის თქმით, ამ რეფორმის წინაპირობა იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)