|
2024-09-26 22:49:11, 862 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს ,,კოლხობას" დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს ,,კოლხობას" დაესწრო. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფის სანაპიროზე „ხელვაჩაურის დღეების" ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას "კოლხობა" მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველა ასეთი სახალხო დღესასწაული ქვეყნის კეთილდღეობისა და ერთიანობის იდეას კიდევ უფრო აძლიერებს. "დღესასწაული სარფის სანაპიროზე "კოლხობის" სახელით 1979 წლიდან იმართება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ. გაიმართა გასართობი აქტივობები, მოეწყო კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)