|
2024-09-26 11:24:52, 315 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური პოლიციის აკადემიაში გამართულ ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, პოლიციის აკადემიაში ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო. ტურნირს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. ძიუდოს შიდა ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის 170-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ტურნირი ძიუდოს საერთაშორისო წესების მიხედვით, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა და გამარჯვებულები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მსაჯთა კოლეგიამ გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და თანამშრომელთა წახალისების მიზნით, სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებას პერიოდულად მართავს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)