|
2016-02-22 20:24:34, 440 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი პოტენციალი გააჩნია. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებით, საქართველომ ყველა ტექნიკური მოთხოვნა წარმატებით შეასრულა. ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოთქვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოსთან ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობა განავითაროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)