10:43 - 27 May, 2026
|
2024-09-23 14:34:49, 382 ნახვა
მსოფლიო
NBC-ის გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს
NBC-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი “რესპუბლიკელ" მეტოქეს, დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს. მედიის ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტები უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ ჰარისის მიმართ მას შემდეგ, რაც ის “დემოკრატიული პარტიიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. კვლევის თანახმად, 1 000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 48%-მა ჰარისი დადებითად შეაფასა, ივლისში ეს მაჩვენებელი 32% იყო. ტრამპის შემთხვევაში, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ მის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ივლისში ეს მაჩვენებელი 38% იყო. გამოკითხვა 13-17 სექტემბერს ჩატარდა და მისი ცდომილება 3%-ს შეადგენს.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)