|
2024-09-23 12:04:48, 281 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თენგიზ შარმანაშვილსა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის წამომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. "თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავდაცვის კოდექსის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ბაზაზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს, მიზანში სროლაში საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად ისადილეს. საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)