|
2016-02-22 16:03:23, 475 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს უმასპინძლა
საქართველო-ჩეხეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს პირისპირ შეხვედრის დროს საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა. შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და ბოჰუსლავ სობოტკამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ბოჰუსლავ სობოტკა საქართველოში მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)