|
2024-09-21 10:57:59, 391 ნახვა
მსოფლიო
The Times - აშშ და ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის „სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემენ
ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის “სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემენ, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. როგორც ბრიტანული გაზეთი წერს, უკრაინამ “სთორმ შედოუსის“ რაკეტებით რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა, შესაძლოა, სწორედ მომავალ კვირას მიიღოს და ეს იქნება არასაჯარო გადაწყვეტილება, რათა რუსეთს რეაგირების შესაძლებლობა შეეზღუდოს - სწორედ ამიტომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელობის ფაქტორის შენარჩუნების მიზნით არ გამოცხადდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანული და ამერიკული მხარე რუსეთზე “სთორმ შედოუსის“ რაკეტებით დარტყმის ნებართვის მიცემის შესაძლებლობას დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ. The Times-ის ინფორმაციით, აშშ თავს იკავებს ამ ნებართვის გაცემისგან, ვიდრე “გამარჯვების გეგმას“ არ გაეცნობა, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრისას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)