|
2024-09-20 10:11:01, 292 ნახვა
საზოგადოება
საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. ამის შესახებინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია დაესწრო. "სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ათი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას", - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ფანცულაიამ. საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: აგროქიზიყის, აქუა გეოს, Georgian Hazelnut corporation, აჩინებულის, კულას, აგროლაინის, აგრითაჩის, გეოფარმსის და არომა პროდაქთსის წარმოების კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები. Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს, გამოფენა მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს, წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)