21:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 14:34:01, 431 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: „სოკართან" შეთანხმების შემდეგ გამოჩნდება, თუ როგორ დავასრულოთ მოლაპარაკებები "გაზპრომთან"

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, "სოკართან" შეთანხმების შემდეგ გამოჩნდება,  თუ როგორ დაასრულონ  მოლაპარაკებები "გაზპრომთან"

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 29 თებერვალს აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც  "სოკარის" წარმომადგენლებს შხვდება.

"კონკრეტიკა ჯერ არაფერი არ არის.  ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ალბათ, რამდენიმე დღეში, ცნობილი იქნება ყველაფერი. მე 29-ში მაქვს ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც შევხვდები "სოკარის" ხელმძღვანელობას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს "შაჰდენიზის" მილსადენში დამატებით მოცულობის წამოღება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ,  გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ გვექნება სურათი იმისა, თუ როგორ დავასრულოთ მოლაპარაკებები "გაზპრომთან", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics