|
2016-02-22 14:29:40, 555 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ადრე თუ გვიან კოალიცია დაიშლება
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” დაიშლება, მაგრამ არა წლევანდელი არჩევნების წინ. კალაძემ დღეს პოლიტიკური გაერთიანების შიგნით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ “რესპუბლიკელებსა” და გოგი თოფაძეს შორის დაპირისპირება საჯარო გახდა. ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, ადრე თუ გვიან კოალიცია "ქართული ოცნება" აუცილებლად დაიშლება, თუმცა არა წლევანდელი არჩევნების წინ. “ადრე, თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რომ კოალიცია დაიშლება. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა უახლოეს მომავალში მე ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კოალიცია არჩევნებზე წარდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება კონკრეტულად "მრეწველების" და "რესპუბლიკელების" დაპირირსპირებას, კახა კალაძის განმარტებით, ძალიან ცუდია, როცა ეს ხდება და თემა სააშკარაოზე გამოდის. "თუ რაიმე პრობლემები არსებობს, მიმაჩნია, რომ ეს დალაგდეს და გადაწყდეს თვითონ გუნდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)