23:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 16:25:58, 697 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების - რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიევში ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, "კალიბრის" ტიპის რაკეტების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების საფრთხეზე მიანიშნებდეს.

"14 სექტემბრის დილის მდგომარეობით, შავ ზღვაში 16 რუსული ხომალდი იმყოფება, რომელთაგან 7 "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, ხმელთაშუა ზღვაში კი 5 რუსული ხომალდიდან 4 "კალიბრის" რაკეტების მატარებელია", - განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში.

როგორც უკრაინული მედიამ აღნიშნა, ბოლო თვეებში რუსეთს შავ ზღვაში 4-5 სამხედრო გემი შეჰყავდა. შავი ზღვის აკვატორიაში 10-ზე მეტი ხომალდი რუსეთმა 2024 წლის თებერვლის დასაწყისში შეიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics