01:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 16:37:21, 296 ნახვა

საზოგადოება
16 სექტემბერს გლდანის რაიონის გამგეობა სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

16 სექტემბერს გლდანის რაიონის გამგეობა სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხვადასხვა სახის საბავშვო აქტივობა VI მიკრორაიონის N7 – 20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში 15:00 საათიდან დაიწყება.

"დღის პროგრამის ფარგლებში, ბავშვებისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა იგეგმება: სახალისო თამაშები, შოუ პროგრამები და შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის სწავლებები (ვორქშოპები), ანიმატორები, ოჩოფეხები, ბატუტი, გიფერ 360 , სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ.
 ღონისძიება 19:00 საათიდან კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები: ოთო ნემსაძე და მარიტა როხვაძე. ღონისძიებას ანდრია გველესიანი და ბენდი დაასრულებს. კონცერტს გიორგი ბაგრატიონი წაუძღვება. როგორც საბავშვო პროგრამაში ჩართვა, ასევე, კონცერტზე დასწრება თავისუფალია", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics