|
2024-09-11 11:33:36, 306 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი, კუნძულ ტექსელის სკვერი და სიკო დოლიძის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცეები მძიმე მდგომარეობაში იყო და სრულ განახლებას საჭიროებდა. „პროექტის ფარგლებში, მწვანე საფარი შეიცვალა, ფილები დაიგო, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. გარდა ამისა, კუნძულ ტექსელის სკვერი და მაიკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი ერთმანეთთან დაკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით. სამუშაოების ფარგლებში, თბილისის „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში, რომელთა საერთო ფართობიც 3.5 ჰექტარია, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. 12 სექტემბერს საზეიმოდ ვხსნით აღნიშნულ პარკს. მობრძანდით, ვისაც გიხარიათ ქალაქის განვითარება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)