|
2024-09-10 20:02:48, 396 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ ორგანიზებით, ბათუმში, მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ -ის მორიგი ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით, ბათუმში, მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ -ის მორიგი ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა ბოლო პერიოდის გადაზიდვების მაჩვენებლები, არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისა და მარშრუტის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. მათივე ცნობით, "საქარველოს რკინიგზამ" სამუშაო შეხვედრაზე მარშრუტის განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, დამატებითი ხარჯებისა და რესურსების დაზოგვის გზით, გადაზიდვების პირობები გაუმჯობესდება და მხარეებს შორის სწრაფი და უწყვეტი კომუნიკაცია განხორციელდება. წარდგენილი რეორგანიზაციის გეგმა შეხვედრის მონაწილეებმა მოიწონეს და დაისახა გეგმის რეალიზების შემდგომი ნაბიჯები. "ქართული მხარის ინიციატივით, მულტიმოდალური მარშრუტის ერთიანი გამჭოლი ტარიფის შემუშავების და გადაზიდვების დროის ოპტიმიზაციის მიზნით, პირველად, საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის არსებობის მანძილზე, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნო“ - ASCO -მ , რომელიც ოპერირებს ბაქო-თურქმენბაშის საზღვაო მონაკვეთზე, როგორც საბორნე ასევე საფიდერო გემებით. ერთობლივი გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მომზადდება და გაფორმდება ხელშეკრულება საზღვაო გადამზიდავთან. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთხმად დაამტკიცეს წინადადება აღნიშნულ მარშრუტზე სხვა ქვეყნების (ტაჯიკეთის, რუმინეთის და ბულგარეთის) რკინიგზების მიერთების მიზანშეწონილობის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)