|
2024-09-09 15:55:12, 430 ნახვა
საზოგადოება
AD BLACK SEA 2024-ის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა
"თიბისის" მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2024 გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგითა და შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო და ლოკალური სპიკერების სემინარებსა და ვორკშოპებს, გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროში წამყვანი პროფესიონალები. AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე "თიბისი", როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, მთავარ სცენაზე ნომინაციას Young Creative წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას გამოავლენს. გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. "თიბისი", როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად. "თიბისი" და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. "თიბისისთვის", შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - https://adblacksea.com/
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)