|
2016-02-20 13:36:44, 666 ნახვა
პოლიტიკა
თოფაძე ხიდაშელზე: ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა
„ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელზე საუბრისას განაცხადა. მორიგი შეფასებები თოფაძემ დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა და ახალი ინციატივითაც გამოვიდა. იგი რესპუბლიკურ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას სთავაზობს. მისი თქმით, რესპუბლიკელებმა და მრეწველებმა საკუთარი ძალები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა მოსინჯონ და ნახონ, ვინ მოხვდება პარლამენტში. მრეწველთა ლიდერი აღნიშნული ინიციატივის შეთავაზებას რესპუბლიკელებისთვისაც აპირებს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს პოზიციას, გოგი თოფაძე ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა კორექტული განცხადება გააკეთა და ის მისგან შენიშვნას იღებს. „მან საკმოდ დელიკატური განცხადება გააკეთა, ძმების განცხადებას კი არ ჰგავს. მან გააკეთა დელიკატური განცხადება, რაც უნდა ეთქვა. მე მივიღე მისი შენიშვნა, თუმცა ჩემს აზრზე ვრჩები. თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ასეთი დარღვევა შეიძლება იკადროს მინისტრმა, რა ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა. ბევრჯერ დაგვხვდება ჩვენ ეს დარღვევა იმიტომ, რომ ბევრი არჩევნები გველის წინ", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)