|
2024-09-07 14:28:52, 336 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ბაქოში, კლიმატის გამჭვირვალობის შესახებ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში გამართული მაღალი დონის დიალოგი “კლიმატის გამჭვირვალობის წინსვლა გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩოში (FTF) საყოველთაო მონაწილეობის გზით“ მიზნად ისახავდა გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებას კლიმატის გამჭვირვალობის საკითხებში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეებს შორის ნდობის გაზრდას, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებებთან მიმართებაში ანგარიშვალდებულების შესახებ და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს კლიმატის პოლიტიკისა და საანგარიშო სისტემების განვითარებაში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს ჩარჩო კონვენციის (COP 29) პრეზიდენტს, სამდივნოს და საერთაშორისო პარტნიორებს. “ჩემი ქვეყნის სახელით მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო COP29-ის პრეზიდენტობას, სამდივნოს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს კლიმატის პოლიტიკისა და საანგარიშო სისტემების განვითარებაში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო გეგმავს ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR) წარდგენას ვადაზე ადრე. ამ პერიოდის განმავლობაში ნათლად გამოვავლინეთ ჩვენი საანგარიშო სისტემების ძლიერი მხარეები, რომელთა გაზიარებაც შეგვიძლია ჩვენს კოლეგებთან, ასევე სუსტი მხარეები, სადაც საჭიროა დამატებითი მხარდაჭერა ჩვენი კლიმატის პოლიტიკის ანგარიშგების სიზუსტისა და სისრულის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გლობალური კლიმატის გამჭვირვალობის პლატფორმა (BTP) ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის უზრუნველყოფა და განვითარებადი ქვეყნებისთვის BTR-ის მომზადებაში მხარდაჭერაა. ღონისძიებას 120-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)