|
2024-09-06 15:23:11, 381 ნახვა
საზოგადოება
„სელფი“ TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია
"სელფი მობაილი", ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში იდეების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პლატფორმის ღონისძიების, TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია. TED-ის პირველი კონფერენცია აშშ-ში 30 წლის წინ ჩატარდა. მას მერე TED-ი მსოფლიო მასშტაბის პლატფორმა გახდა და დღეს სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა TEDx-ი, TED-ის ფორმატით განხორციელებული ადგილობრივი კონფერენცია. TEDxTbilisi-ი საქართველოში 2012 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების შთაგონებასა და კრეატიული აზროვნების სტიმულირებას. TEDxTbilisi წელს მთლიანად ახალგაზრდებს ეთმობათ და ღონისიების მთავარი თემა ძიება და ძიების პროცესია. 8 სექტემბერს, 10 სპიკერი საქართველოდან წარსდგება ინდივიდუალური მოხსენებით, სადაც საკუთარ მაგალითზე გაგვიზიარებენ რას და როგორ ეძებს ახალგაზრდა თაობა და როგორ გადის ძიების გზას. "ძალიან გვიხარია, რომ "სელფი" და TEDxTbilisi დამეგობრდნენ. "სელფი" მრავალი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციების გავრცელებას და პოპულარიზაციას. ჩვენ მუდმივად ვეძებთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ განათლებაზე წვდომის გაუმჯობესებას, ცოდნის გავრცელებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის TEDxTbilisi-ის საორგანიზაციო გუნდს, რომლის წევრებიც უკვე არაერთი წელია მოხალისეობრივ საწყისებზე უდგანან სათავეში ამ გამორჩეული ღონისძიების ჩატარებას", - აცხადებენ "სელფი მობაილ-ში".
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)