|
2016-02-20 09:58:25, 362 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20–21 თებერვალს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრს დაათვალიერებს. 15 მილიონ ლარად ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. ცენტრი სრულად გაზაფხულზე ამოქმედდება, სადაც 1000–მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. პრემიერ–მინისტრი ეწვევა რუხის საზოგადოებრივ ცენტრს. დღეს უკვე 31 სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ საშუალება, ისარგებლონ საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი დონის მომსახურებით. პრემიერი ასევე დაათვალიერებს რუხის მრავალპროფილიან საავადმყოფოს მშენებლობას, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 41 264 000 ლარია. გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც 7 233 მაყურებელზეა გათვლილი. პრემიერ–მინისტრი შეხვდება შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს და მათ განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის პრიორიტეტებს გააცნობს. გიორგი კვირიკაშვილი კურორტ თეთნულს ეწვევა, სადაც თეთნულდის საბაგიროს გაშვებას დაესწრება. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა მშენებლობის პირველი ფაზა, კურორტი ოფიციალურად გახსნილია და მართვაში გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)