17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 09:32:52, 382 ნახვა

მსოფლიო
CNN- ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჰარისი ტრამპს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში ასწრებს

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში მცირედით ასწრებს. კვლევა SSRS-მა CNN- ის დაკვეთით ჩაატარა.

გამოკითხვის თანახმად, ჰარისი მცირედით ასწრებს ტრამპს ვისკონსინის, ჯორჯიის, მიჩიგანისა და ნევადის შტატებში. დემოკრატების კანდიდატს თითოეულ შტატში - 48% ხოლო ტრამპს ორ შტატში 47%, ერთში კი 43% აქვს.

რაც შეეხება პენსილვანიის შტატს, აქ ორივე კანდიდატს 47% აქვს, ხოლო არიზონაში ტრამპი ჰარისს 5%-ით ასწრებს.

“კვლევის შედეგებით, საკვანძო შტატებში ეკონომიკისა და იმიგრაციის საკითხებზე ამომრჩევლები უფრო მეტად ენდობიან რესპუბლიკელთა კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ხოლო დემოკრატიის, აბორტისა და რეპროდუქციული უფლებების დაცვის საკითხებში ჰარისი ლიდერობს.

ამას გარდა, ამავე შტატებში ამომრჩეველთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ტრამპის შეხედულებები და პოლიტიკა უფრო ექსტრემისტული ჩანს, რასაც ჰარისზე უფრო ნაკლები ფიქრობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics